ახალი ამბები
ხიდისთავში სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება / მერია
ხიდისთავში სასმელი წყლის სისტემის განახლება მიმდინარეობს. „სამუშაოების ღირებულება 1 033 017 ლარია.

პროექტის მიხედვით მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ახალი წყალმიმღებისა და შიდაგამანაწილებელი ქსელის მოწყობა ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი.

სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.

სოფელი ხიდისთავი სასმელი წყლით ატენის ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობიდან მარაგდებოდა. სოფელს, სადაც 1300 ოჯახი და 4000 მოსახლე ცხოვრობს, სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები