ახალი ამბები
კასპის სოფელ ფერმაში პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცს სცემეს
30 წლამდე ასაკის მამაკაცს, დედის თქმით, კბილები ჩამტვრეული აქვს და ნეკნები დაზიანებული. ის იგოეთის პოლიციის თანამშრომლების დასჯას ითხოვს.

აზიზ იუსუფოღლი, კომენდანტის საათის დროს, ქუჩაში დააკავეს. თუმცა, მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას მანქანაში სცემენ.

,,იმავე ღამეს მოიყვანეს სახლში, არც დაუჯარიმებიათ და არც არაფერი. მთავარია, არაფერი თქვაო, მაგრამ მე არ ვაპირებ გაჩუმებას, უნდა დაისაჯნონ ის ადამიანები, ვინც ჩემ შვილს სცემა'' - ამბობს აზიზის დედა.

თვით დაზარალებული კომენტარს არ აკეთებს და მედიასთან არ ურთიერთობს. დედის თქმით, პოლიციელებსა და ბიჭებს შორის, თავდაპირველად შელაპარაკება მოხდა, ამავე დროს, იგოეთის პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შს სამინისტროს იგოეთის განყოფილებაში ფაქტის შესახებ არ საუბრობენ. ასევე, პრეს-სამსახურს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები