დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 24,
ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 12, გურია - 4, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 33, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი -
6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340,
საიდანაც: 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 268, აჭარაში - 461, იმერეთში - 537. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 414, აჭარაში
- 110, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230
პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 12, იმერეთში - 16. 667
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 -
თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 33.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 9 598 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 095 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 4 503 Pჩღ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 961-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.19%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 357 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 319 956-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 639 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 758 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 404 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 17 343 პირი, აჭარაში - 1 786, იმერეთში - 1 586.
სტატიის გამოყენების პირობები