ახალი ამბები
გორის ,,დილამ'' დაამარცხა თბილისის ,,დინამო'' - 2:0
წუხელ, გორის ,,დილას'' მაყურებელი შინ კმაყოფილი დაბრუნდა. გორელების გუნდმა თბილისის ,,დინამო'' დაამარცხა, ანგარიშით - 2:0.

ეროვნულ ლიგის ცხრილში მონაცემები შეიცვალა. ,,დილამ'' მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ბათუმისა და თბილისის ,,დინამოებსს'' მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

,,დილას'' ამჟამად უკრაინელი მწვრთნელი, ანდრეი დამჩენკო უდგას სათავეში. შარშან კი, - გიორგი ნემსაძე, რომელიც ახლა თბილისის ,,დინამოს'' მწვრთნელია.

ეროვნულ ლიგაში, მანამდე, ორი მატჩის წაგების მიუხედავად, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უამრავი გულშემატკივარი მივიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები