ახალი ამბები
სამწევრისში მილები წყლის წნევას ვერ უძლებს - უწყლოდ 84 ოჯახია დარჩენილია
,,თქვენ რომ მოტორი გაგვიკეთეთ, კარგია, მაგრამ არ გამოგვადგა, წყლის მილები სკდება'' - ასეთი შინაარსის წერილი ქარელის მერს სოფელ სამწევრისის მოსახლეობამ მისწერა.

,,ძალიან ხშირად ამავალი მილები სკდება. კედლები ისეა გათხელებული, რომ რომ სკდება, ვეღარ კეთდება, გთხოვთ, დაგვეხმარეთ'' - აცხადებენ სამწევრისელები.

რეზერვუარიდან ამ მილებით სასმელი წყალი სკოლასაც მიეწოდება.

84 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ სამწევრისში მილების გამოცვლა დაუყოვნებლივ დაიწყება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები