ახალი ამბები
კასპის სოფელ ნიგოზაში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, რომელიც საფრთხეს ფასკუნჯის ბუდეს უქმნის
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, თუმცა, გარემოს დაცვის ორგანიზაციამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ამის შესახებ განცხადებას ,,საბუკოს'' ადმინისტრაცია ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, პროექტის გასაჩივრების საფუძველი არასრულად წარმოდგენილი და ნაკლოვანებით შესრულებული დოკუმენტაცია გახდა.

,,არ მოხდა კვერნაკის ქედის გარდა სხვა ალტერნატიული ადგილის განხილვა; კომპანიას მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმით აქვს შეთანხმებული საპროექტო ტერიტორია - კვერნაკის ქედი და პირდაპირ მიუთითებდა, რომ ალტერნატივები განხილვას არ ექვემდებერებოდა. ალტერნატიული ტერიტორიების წარმოდგენა კი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების აუცილებელი ნაწილია.' - აღნიშნულია განცხადებაში.

საბუკოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი ორნითოლოგიური კვლევა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე ადმინისტრაციული წარმოება ახლახან შეაჩერა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ საბუკოს ჩართვის შემდეგ, კომპანიამ ნაწილობრივ შეცვალა ტურბინის განთავსების თავდაპირველად განსაზღვრული ადგილი და 300 მეტრის ნაცვლად, 2800 მეტრით დააშორა ფასკუნჯის ბუდეს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოირიცხოს ამ სახეობაზე ზემოქმედების საფრთხე, ვინაიდან გზშ ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა ამის საშუალებას. ფასკუნჯი მთელ ევროპაში გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მისი პოპულაცია საგანგაშოდ სწრაფად მცირდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომზადებული დოკუმენტაცია, კვლევები პასუხობდეს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება პროექტის განხორციელებისა თუ განუხორციელებლობის შესახებ.'' - წერია განცხადებაში.

,,საბუკო'' არის ბუნების დაცვის ორგანიზაცია, რომელიც 2014 წელს ველური ბუნების კონსერვაციის ქართულმა ცენტრმა დააარსა.

,,ჩვენ ვართ BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორი. საბუკოს მისიაა ველური ბუნებისა და ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია და აღდგენა საქართველოში; საზოგადოების მიერ ბუნების დაფასების გაზრდა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისება. ჩვენი ძირითადი ფოკუსებია' - აღნიშნულია ორგანიზაციის მისიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები