ახალი ამბები
ცხინვალის რაიონში ,,ბოლო ზარზე'' მოზარდებს ავარია შეემთხვათ
ცხინვალი-ტბეთის გზაზე მომხდარ ავარიისას 3 მოზარდი დაშავდა. სააგენტო ,,რესის'' ცნობით, შემთხვევა დღეს, სოფელ ხეთაგუროვოს სიახლოვეს მოხდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახურიც განცხადებით, ავტომანქანას 15 წლის მოზარდი მართავდა. ის თანაკლასელებთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი, ხეს შეეჯახა.

მანამდე დილით, დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ბოლო ზართან დაკავშირებით ჩატარდებოდა რეიდები. 25 მაისს სკოლებში სასწავლო წელი დაასრულეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები