ახალი ამბები
გორში ,,ნივა" გაიტაცეს
გორში ავტომობილი გაიტაცეს, საქმეზე კი პოლიციამ შუა ხნის კაცი დააკავა.

პირი, რომელსაც ,,ნივის" გატაცებას ედავებიან, ამბობს, რომ მანქანა ნათხოვარი ჰყავდა, სამართალდამცველებმა კი დანაშაული დააბრალეს.

დაკავებული ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, სადაც ბრალს წარუდგენენ.

მოგვიანებით აღკვეთ ღონისძიების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.

შემთხვევა სოფელ ტინისხიდში მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები