ახალი ამბები
საშობაო ალილო გორსა და კასპში

გორში, ტრადიციულად, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო ალილო გაიმართა.

მსვლელობა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის რამდენიმე ქუჩის შემოვლით დასრულდა.

მგალობელთა გუნდს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ , რომლებმაც "ალილოში" მონაწილე ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.

ალილოზე შეგროვილი სურსათ-სანოვაგე უპოვართა სასადილოს გადაეცემა, საიდნაც ყოველდღიურად 250 ადამიანი იღებს საკვებს.

შობის მახარობლებმა დღეს კასპის ქუჩებიც მოიარეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები