ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 28 მაისი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 569 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 40, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 715, საიდანაც: 3 937 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 110, აჭარაში - 399, იმერეთში - 536. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 102, იმერეთში -173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 16, იმერეთში - 17. 675 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 353 - თბილისში, 282- აჭარაში. 8 103 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 11.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 921 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 713 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 208 Pჩღ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 056 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 341 894-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.22%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 071 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 324 426-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 727 პირი ემსხვერპლა.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 775 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 733 ადამიანი, მა
Print

სტატიის გამოყენების პირობები