ახალი ამბები
ტყვიავის სკოლის მოსწავლეები ჩივიან, რომ მათ მე-12 კლასელების ბოლო ზარზე დასწრების საშუალება არ მიეცათ
ფოტოზე: ტყვიავის სკოლა (არქივი, 2019)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში, მე-12 კლასელებმა ბოლო ზარი დაკეტილ ეზოში აღნიშნეს. ამის გამო, უკმაყოფილება დანარჩენი კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს.

მოსწავლეებს სურვილი ჰქონდათ, რომ საზეიმო ღონისძიებას შეერთებოდნენ, თუმცა სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლის ეზოში არ დაუშვეს.

,,გთხოვთ გაშუქოთ და მიაწვდინოთ ჩვენი ხმა რესურცენტრს, თუ როგორ დაატოვებინა სკოლა დირექტორმა ბავშვებს, კარები ჩაუკეტა და არ მისცა უფლება ეყურებინათ მე-12 კლასელების ბოლო ზარისთვის'' - გვითხრა ტყვიავის სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ.

სკოლის დირექტორის განცხადებით, ბოლო ზარი იმ რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარდა, რაც პანდემიიდან გამომდინარე, სკოლის წარმომადგენლებმა მიიღეს. განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, ბოლო ზარი მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის ჩატარდებოდა, რომლებსაც მე-12 კლასელებთან ჰქონდათ კავშირი:

,,ყველას ჰქონდა საშუალება საზეიმო ღონისძიებისთვის თვალყური ედევნებინა. საზეიმო ღონისძიება ჩატარდა ღია სივრცეში, სკოლის ეზოში, სადაც მხოლოდ მეთორმეტე კლასელები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. ასევე, მასწავლებლები.'' - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

მისი განმარტებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის, ისინიც, ვინც სკოლა დიდი ხანია დაამთავრა:

,,ეპისიტუაციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა, ყველას ერთად ეზოში შეკრება, სკოლის გარედან ყველას შეეძლო ეყურებინა ღონისძიებებისთვის, მათ შორის, გარეშე პირებს, რომლებიც მანქანებითაც კი იყვნენ მოსულები.'' - აცხადებს დირექტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები