ახალი ამბები
გორში პრორუსულმა ორგანიზაციამ ვაქცინის წინააღმდეგ აქცია გამართა
გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში, აქცია გაიმართა. პრორუსულმა ორგანიზაციამ ,,მეგობრობა და სამართლიანობა'' ვაქცინაციის პროცესი გააპროტესტა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზურაბ მეზვრიშვილის განცხადებით, პანდემია ხელოვნურად შექმნილი პროცესია, რომელიც ადამიანების დამონებას ისახავს მიზნად.

ასევე, როგორც ისინი აცხადებენ, მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ვაქცინაციაზე.

რა დეზინფორმაცია ვრცელდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით?მის თაობაზე მედიის განვითარების ფონდმა არაერთი კვლევა გამოაქვეყნა. 

კვლევაში ვკითხულობთ:

,,Covid-19-თან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვან მასალების დიდი წილი პოლიტიკური შინაარსისაა, რომელსაც როგორც ღიად რუსული წყაროები ავრცელებენ.'' - აღნიშნულია კვლევაში.

დეზინფორმაციის ძირითადი გზავნილები შემდეგი შინაარსისაა:

,,ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ამერიკის მიერ, ნაწილი ამტკიცებს, რომ ვირუსის წყარო ლუგარის ლაბორატორიაა ლუგარის ლაბორატორიის წვლილი პანდემიასთან ბრძოლაში გადაჭარბებულია იტალია ევროკავშირმა ბედის ანაბარა მიატოვა; იტალიასა და საფრანგეთში ევროკავშირის დროშებს ხსნიან პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებს (რუსეთი, ჩინეთი) შეუძლიათ კორონავირუსი ევროპაში რელიგიურ ტრადიციებს აზიანებს ვირუსმა გარყვნილი ცხოვრების წესი შეაჩერა ამერიკელები კორონავირუსის გამო ცოდვებს ლოცვით ინანიებენ კორონავირუსი მასონებს უკავშირდება ბილ გეითსი კორონასთან ბრძოლას მასობრივი დაჩიპვით გეგმავს რუსებმა კორონასთან საბრძოლველი პრეპარატი შექმნეს'' - წერია კვლევაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები