ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გასული დღე ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 723 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1402, გარდაიცვალა18.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 300 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 238 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 062 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარაში - 51, იმერეთში - 55, ქვემო ქართლში - 52, შიდა ქართლში - 19, გურიაში- 19, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 77, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.
დღევანდელი მონაცემებით ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 18 პირი იმსხვერპლა.

საქართველოში კორონავოირუსით სულ 343 603 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 326 423, ხოლო გარდაიცვალა 4757.
Print

სტატიის გამოყენების პირობები