ახალი ამბები
მადლობა ნიქოზის ამბულატორიას - წერილი ნიქოზიდან
ნიქოზში მცხოვრები თამარ და ომარ მჭედლიძეები ამბულატორიის, მისი ხელმძღვანელისა და გუნდის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. რედაქციაში გამოგზავნილ წერილით ისინი აღნიშნავენ, რომ ასაკოვანი ადამიანებისთვის სოფელში ასეთი ტიპის დაწესებულების არსებობა აღნიშვნის ღირსია. კიდევ ერთი სიახლე, რაც მათ ახარებთ, არის - აფთიაქი, რომელიც მოსახლეობას მედიკამენტებს ფასდაკლებით სთავაზობს.

,,როგორც ცნობილია, ჩვენი სოფლის, ნიქოზის ამბულატორია (დირექტორი- ნიკოლოზ ძამუკაშვილი) ემსახურება საზღვრისპირა რეგიონის სამი სოფლის მოსახლეობას. ამბულატორიაში მუშაობენ კვალიფიციური მედიკოსები და ტექნიკური პერსონალი. კეთილშობილი და მაღალი დონის აპარატურით აღჭურვილი ოფთალმოლოგიის, გინეკოლოგიის, ლაბორატორიული კვლევის, რენტგენის, სასტერილიზაციო კაბინეტები. ყველაფერი ეს დიდი სიკეთე დაფინანსებულია ჩვენი მეგობარი ქვეყნის, იაპონიის საელჩოს მიერ, რისთვისაც ჩვენი მოსახლეობის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ელჩს და მის წარმატებულ გუნდს.

,,არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ სიახლე ჩვენს ამბულატორიაში. სულ რამდენიმე დღის წინ, გაიხსნა ფარმადეპოს აფთიაქი, რომელიც შესაბამისი ფასდაკლების რეჟიმით, ხელს შეუწყობს მოსახლეობის უკეთ მომსახურებას''

პატივისცემით თამარ და ომარ მჭედლიძეები
26.05.2021

Print

სტატიის გამოყენების პირობები