ახალი ამბები
,,ნაციონალური მოძრაობა'' პარლამენტში შედის
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას, დღეს, 30 მაისს პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ გააცნო.

ბრიფინგამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხზე პარტიაში კონსულტციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. მელია ამ პერიოდში შეხვედრებს მართავდა რეგიონებში პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან, ის ასევე იმყოფებოდა კიევში, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

პარლამენტში შესვლის პარალელურად ენმ არ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ დოკუმენტს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები