ახალი ამბები
გენადი ბესტაევის დაკავების საქმეზე შიდა ქართლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო
შიდა ქართლის პოლიციაში გენადი ბესტაევის ნათესავები დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას' ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველები ბესტაევის საქმით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ოჯახმა გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნოს. გამომითხვაზე ბესტაევის დის შვილი, ადვოკატთან ერთად იმყოფება.

"გენადი ბესტაევი გაიტაცეს 2019 წლის 26 ნოემბერს. ფაქტის თვითმხილველია მისი დის შვილი თამაზ გუდაძე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში პოლიციას არ დაუკითხავს. ეხლა დაიბარეს პოლიციაში, მას შემდეგ რაც ჩვენ დავძარით სტრასბურგის საკითხი. ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება არ შეეცდება მოახდინოს ზეწოლა ოჯახზე, რათა შეფერხდეს სარჩელის მომზადების პროცესი",-აცხადებს ქაცარავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები