ახალი ამბები
მტკვარში ბრაკონიერებმა თევზი ელექტროშოკით დახოცეს / კასპი
კასპის მუნიციპალიტეტში  თევზი მდინარე მტკვარში დენით დახოცეს. ბრაკონიერები, ორი ე.წ. ნავტიკით, მდინარეში კავთისხევი-ჩანგილარის გზაზე მდებარე ხიდის სიახლოვეს შევიდნენ.

თვითმხილველის თქმით, მან ბრაკონიერები ხიდზე გადასვლის დროს შეამჩნია:

,,ნავტიკებით უკვე მდინარეში იყვნენ შესულები და ელექტროშიკით თევზაობდნენ. უკვე ხიდის ქვეშ იყვნენ. მოვატრიალეთ მანქანა და წვიმის მიუხედავად, ფოტოს გადაღება შევძელით'' - აცხადებს თვითმხილველი.

ფოტო გადაღებულია დღეს დაახლოებით 20 საათზე. თვითმხილველის თქმით, ბრაკონიერები სრული თავისუფლებით სარგებლობდნენ, რადგან არსად არც პოლიცია და არც გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები