ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორად ვალერიან მჭედლიძე დანიშნეს
შიდა ქართლში, გუბერნატორის პოსტზე ვალერიან მჭედლიძე დანიშნეს.

გადაწყვეტილება, მთავრობის წევრებს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ სხდომაზე გააცნო.

მანამდე მჭედლიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობდა, 2012-2015 წლებში კი, მელიორაციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ეკავა.

ის წარმოშობით ნიქოზიდანაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები