ახალი ამბები
ცხინვალის სიახლოვეს თხრილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ქალაქ ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტბასთან თხრილში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. ადგილობრივი მილიცია გარდაცვალების მიზეზებს სწავლობს.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად, გვამი მოზარდმა ნახა. ის ახლომდებარე ტერიტორიაზე ძაღლს ასეინებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები