ახალი ამბები
გორში დაკარგული გოგონა იპოვეს
გორში დაკარგული, 14-წლის გოგონა იპოვეს. ამის შესახებ პოლიციამ ოჯახის წევრებს აცნობა.

მოზარდს, 31 მაისის შემდეგ, ჯერ ოჯახი, შემდეგ კი, - სამართალდამცველები ეძებდნენ.

გოგონა 2 ივნისს საღამოს იპოვეს. შს სამინისტროს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში აცხადებენ, რომ გოგონა, გორში, წმინდაწყლის ტერიტორიიდან გაუჩინარდა:

,,დედა და თავისი ორი შვილი იყვნენ ბანკში. ეს ბავშვი გარეთ დარჩენილა, წყალს დავლევო. როცა გამოვიდნენ ბანკიდან, ბავშვი აღარ ჩანდა. ჯერ ეგონათ, რომ ახლობელთან ან მეგობრებთან წავიდა. რომ აღარ გამოჩნდა, მერე გააგებინეს პოლიციას.' - განუცხადა ჟურნალისტებს ბებიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები