ახალი ამბები
,,პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ვირუსი გავრცელდა'' - აცხადებენ კომპანიაში
სოციალურ ქსელში სპამურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კოკა-კოლა“ გათამაშებას მართავს.

ამის გამო კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-მ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რათა მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია “კოკა-კოლა” არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ-დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები