ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან 1200 ბოთლი ფალსიფიცირებული არყის შეტანას ცდილობდნენ
როკის გვირაბის საბაჟოზე 1200 ბოთლი ფალსიფიცირებული არაყი ამოიღეს. ამის შესახებ განცხადებას ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი, რომან კორაევმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოთლებზე ,,პერვაკის'' კომპანიის ყალბი ეტიკეტებია გამოყნებული. კორაევის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,პერვაკს'' დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში არყის პარტიის გაგზავნის მიზნით, არანაირი დაკვეთა მიუღია, ასევე, არც ერთ სადიტრიბუციო კომპანიასთან გაფორმებულა რაიმე ხელშეკრულება არყის რეალიზაციის მიზნით.

როგორც ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი ასკვნის, ფალსიფიცირებული არყის საერთო ღირებულება 400 000 რუბლს აღწევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები