ახალი ამბები
გორში მამაკაცი მოკლეს
გორში ვერხვების დასახლებაში სროლა იყო.

ხელოსანთან მისულ 42 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადგილზე პოლიცია მუშაობს. 

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები