ახალი ამბები
გორში 42-წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება
წუხელ შიდა ქართლის პოლიციაში 10-ზე მეტი ადამიანი დასაკითხად დაიბარეს. მათი თქმით, უცნობი იყო, თუ რა აინტერესებდა პოლიციას.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი 42-წლის მამაკაცის, ზურაბ რიკრიკაძის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე მოწმის სახით დაიბარეს. სამინისტროს პრეს-სამსახური კონკრეტული დეტალების შესახებ, ინფორმაციის გაცემისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

უწყების ცნობით, დაკავებული ჯერ არავინაა.

რაც შეეხება დაჭრილს, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ივნისს, საღამოს საათებში ესროლეს. შემთხვევა ვერხვების დასახლებაში, ავტოსახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები