ახალი ამბები
ახლობლების ცნობით, გორის პოლიციამ ზურაბ რიკრიკაძის გარდაცვალების საქმეზე შალვა გულიაშვილი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ 42-წლის ზურაბ რიკრიკაძის გარდაცვალების ფაქტზე შალვა გულიაშვილი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაცია qartli.ge-ს დაკავებულის ახლობელმა დაუდასტურა. მისი თქმით, კონკრეტული ბრალდების შესახებ, ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა დაკავება სწორედ წუხანდელ ფაქტს უკავშირდება.

შალვა გულიაშვილი (მეტსახელად ,,სემსოტა'') ციხიდან ახალი გამოსულია. მან, 2005 წელს მომხდარი ფაქტის გამო, 16-წლიანი სასჯელი მოიხადა.

უკავშირდება თუ არა მისი წარსული ნასამართლეობის ისტორია წუხანდელ ფაქტს, ეს გარემოება გამოკვეთილი არაა. შალვა გულიაშვილი წლებია მის უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა.

რაც შეეხება წუხანდელ ფაქტს, ზურაბ რიკრიკაძე ვერხვების დასახლებაში, ავტოსახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, გარდაიცვალა. პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

იხ. გაგრძელება 

ადვოკატი ცდილობს შალვა გულიაშვილის (,,სემსოტას'') ადგილსამყოფელის გარკვევას

Print

სტატიის გამოყენების პირობები