ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში მანქანა გოგოსა და ბიჭს დაეჯახა
გორში, 16 წლის გოგოს და 18 წლის ბიჭს, მშვიდობის გამზირზე, ქუჩაზე გადასვლის დროს მანქანა დაეჯახა.

შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე, ნახევარი საათით ადრე, 10:30 წუთზე მოხდა.

ბიჭის მდგომარეობა ადგილზევე კრიტიკული იყო, ხოლო გოგონას მდგომარეობა შედარებით - მსუბუქი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოგვიანებით შსს-მ დაადასტურა, რომ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, გამოძიება კი, 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

,,გორმედის'' კლინიკაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ.

,,მშვიდობის გამზირი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, აქ საშინელება ხდება არა მარტო იმ დროს, როდესაც კომენდანტის საათი იწყება, არამედ ნებისმიერ დროს'' - აღნიშნავენ ადგილობრივი მცხოვრებნი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები