ახალი ამბები
მანქანის შეჯახებისას დაშავებული 16 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა
16-წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,გორმედის'' ექიმმა მერაბ მაისურაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში პოლიტრამვებით შეიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა, მიუხედავად ამისა, მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება.

16-წლის გოგონა გუშინ საღამოს გორში, კომბინატის დასახლებაში დაშავა. მას და კიდევ ერთ ახალგაზრდას, 18-წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, გოგონა კი, - საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა საღამოს დაახლოებით 22:30 სთ-ზე მოხდა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები