ახალი ამბები
აბასთუმნის ტყეში დაკარგულ მოლაშქრეებს შორის 2 გორელია
აბასთუმნის ტყეში 7 ახალგაზრდას ეძებენ. მათგან ადგილობრივი მხოლოდ 1-ია. დანარჩენი - მისი სტუმრები.

მოლაშქრეებს შორის ორი ბიჭი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა. მათმა ახლობლებმა გვითხრეს, რომ ახალგაზრდები მეგობრებთან ერთად სწორედ სალაშქროდ წავიდნენ.

თავდაპირველად, ისინი ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს. მათთან სატელეფონო კომუნიკაცია 3 ივნისს შეწყდა. ახალგაზრდები მწყემსმა 4 ივნისს, 5 საათზე, ტყეში შეამჩნია.

სგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან 40 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები. სამძებრო ოპერაცია დრონებით მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია პოლიცია.

გაგრძელება:

აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები