ახალი ამბები
,,ბილიკსა'' და 4 პროფესიულ სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2021 წლის 3 ივნისს საზოგადოება ,,ბილიკსა'' და ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ღონისძიება „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა.

მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას შიდა ქართლის რეგიონში. აღნიშნული უნდა განხორციელდეს რეგიონში არსებული პროფესიული განათლებისა და სხვა საგანმანათლებლო სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობის და თანამედროვე ეკონომიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესებით.

ღონისძიებას დაესწრნენ საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო პროექტის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაცია გახლავთ საზოგადოება „ბილიკი“. პროექტი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.

ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამუშაო ადგილების მოძიებაში, პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.

უშუალოდ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი
Print

სტატიის გამოყენების პირობები