ახალი ამბები
გორის გვირაბის სიახლოვეს შავი მანქანების ესკორტს ავარია შეემთხვა
დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი 4 მანქანა ერთმანეთს იმ დროს შეეჯახა, როდესაც მათ გორის გვირაბი გაიარეს და ლიახვის ხიდს უახლოვდებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, 4 მანქანიდან 3 ესკორტით მიდიოდა, დამტვრეულ მანქანებს შორის 2 ჯიპია, ერთი მანქანა კი, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა თავდაპირველად იკითხა, ნამდვილად მოხდა თუ არა ავარია, თუმცა შემდეგ გვაცნობა, რომ სერიოზული ავარიის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

ქვემოთ ფოტოზე: მეოთხე მანქანა



ქვემოთ ფოტოზე: მე-3 მანქანა უკვე ევაკუატორზე



ქვემოთ ფოტოზე: პირველი მანქანა, რომელიც გზიდან გადავარდა


Print

სტატიის გამოყენების პირობები