ახალი ამბები
აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს
აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ამის შესახებ ერთ-ერთი ახალგაზრდას ახლობელმა გვაცნობა. მისი თქმით, ტყეში გზა აერიათ და ამჟამად თავს კარგად გრძნობენ.

განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც:

,,ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.'' - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, მოლაშქრეებს 3 დღეა ეძებდნენ. 7-დან ორი მოლაშქრე გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელიდანაა. ისინი ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს. მათთან სატელეფონო კომუნიკაცია 3 ივნისს შეწყდა. ახალგაზრდები მწყემსმა 4 ივნისს, 5 საათზე, ტყეში შეამჩნია.

სგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 40 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები. სამძებრო ოპერაცია დრონებით მიმდინარეობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები