სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და დაკრედიტება ფინკა ბანკის ერთ-ერთ
ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ბანკი მუდმივად მუშაობს სხვადასხვა
პროდუქტებზე, რათა ფერმერებს მათზე მორგებული პირობები
შესთავაზოს.
მომხმარებლის მიზნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე ფინკა ბანკი
ფერმერებს შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სთავაზობს:
აგრო სესხის
განვადება - განკუთვნილია მათთვის, ვისაც
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აღჭურვილობა, მასალები, მცენარეთა დაცვის
საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა და სხვა სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობისათვის საჭირო პროდუქციის შეძენა სურს. ამისათვის ფინკა
ბანკის პარტნიორი კომპანიის „აგროსფერო“ მაღაზიათა ქსელში სასურველი
პროდუქციის შერჩევისას ფინკა ბანკის აგრო სესხის განვადება
წლიური 0%-დან (ეფექტური
0.65%-დან) არის ხელმისაწვდომი. აგრო
სესხის განვადება ფერმერებისთვის ხელსაყრელია იმითაც, რომ სესხის
დამტკიცებისა და განაღდების საკომისიო 0%-ია და ამ იაფი ფინანსური
რესურსით აგრო მეურნეობების განვითარებისათვის საჭირო ინვენტარისა თუ
მასალების შეძენა უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
შეღავათიანი
აგროკრედიტი: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მისი მიზანია
სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იაფ
ფინანსურ რესურსებზე წვდომა მისცეს. ფინკა ბანკი პროგრამის ფარგლებში
მომხმარებლებს კრედიტს ორი მიმართლებით სთავაზობს:
მექანიზაციის
ქვეკომპონენტისთვის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
ტექნიკის ან/და იმპლემენტის (აგრეგატის) შესყიდვა) და
ძირითადი საშუალებებისთვის
(გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული და პირველადი სასოფლო-სამეურნეო
საწარმოები, შესაფუთი მასალების წარმოება და ა.შ.). შეღავათიანი აგრო
სესხის აღება 7,000-დან 250,000 ლარამდეა შესაძლებელი, მაქსიმუმ, 60
თვემდე ვადით, საიდანაც თანადაფინანსება პირველ 48 თვეს შეეხება.
აგრო სესხი:
განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მეურნეობის გაფართოვება, ფერმის
აშენება, სოფლად სახლის რემონტი, სასოფლო-სამეურნეო-საოჯახო
ტექნიკის/აღჭურვილობის შეძენა, სეზონური სამუშაოების დაფინანსება თუ
სხვა პირადი, თუ სასოფლო-სამეურნეო მიზნების შესრულება. ფინკა ბანკის
აგრო სესხი 4,000-დან 60,000 ლარამდე 1 სამუშაო დღეში გაიცემა,
გადახდის გრაფიკი კი ინდივიდუალურია, მომხმარებლის შემოსავლის
სტრუქტურის მიხედვით დგება.
ფინკა ბანკის აგრო პროდუქტებით სარგებლობისთვის გვეწვიეთ სერვის
ცენტრში თქვენს ქალაქში, შეავსეთ
ელექტრონული
განაცხადი ან დაგვირეკეთ *4949.
სტატიის გამოყენების პირობები