ახალი ამბები
ტერაბანკისა და MSZ Group-ის აქცია გორში ბინის შესაძენად [R]
გორში ბინის შეძენის მსურველებს ტერაბანკი და დეველოპერული კომპანია MSZ Group წამახალისებელ აქციას სთავაზობენ.

ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც MSZ Group-ის საცხოვრებელ კომპლექსში „გორი პალასი“ ბინას ტერაბანკის იპოთეკური სესხით შეიძენს, აქციის ფარგლებში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს. კერძოდ, მისთვის სესხის გაცემის საკომისიო 0% იქნება, პირველი 3 თვის განმავლობაში თანხის ძირზეც და პროცენტზეც საშეღავათო პერიოდი გავრცელდება, ამ დროს დარიცხულ პროცენტს კი ის საჩუქრად მიიღებს.

მომხმარებლები სესხის მიღებას ლარში რეფინანსირების განაკვეთს + 3,1%-იდან შეძლებენ, ეფექტური კი 12,3 %-დან დაიწყება. ამას გარდა, აქციაში ჩართული მსესხებლები ტერაბანკის გოლდ ბარათებითაც დასაჩუქრდებიან.

MSZ Group-ის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „გორი პალასი“ ქალაქის მშვიდ უბანში, ბაგრატიონის N74-ში (ყოფილი გამგეობის უკან) მდებარეობს. იგი ორი ბლოკისგან შედგება: ა ბლოკი საუკეთესო განლაგების ნათელ ბინებს, თანამედროვე, უსაფრთხო ლიფტებსა და კონსიერჟის მომსახურებას აერთიანებს, ბ ბლოკი კი — აპარტოტელს. აპარტამენტები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. კომპლექსი აღჭურვილია დაცვით და მოქმედებს გაქირავების სერვისი.

„გორი პალასში“ განთავსებულია სილამაზის ცენტრი, სპორტული დარბაზი, რესტორანი რუფტოპზე „გორი ტერასა“, ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, მიწისქვეშა ავტოსადგომი, უსაფრთხო ეზო 24-საათიანი კონტროლით, სარეკრეაციო სივრცე საბავშვო ატრაქციონებით, უკაბელო ინტერნეტით, გარე ტრენაჟორებითა და შადრევნით.

აქცია 3 თვის განმავლობაში, 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის გორის ფილიალს მისამართზე: სტალინის N29 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები