ახალი ამბები
ხაშურის ტერიტორიაზე ტყეში სამხერხაო იპოვეს
უკანონო ხე-ჭრის ფაქტი გამოავლინეს ხაშურის კიდევ ერთ სოფელში, სადაც 11 ცალი მორი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე სამინიტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხეებთან ერთად სამხერხაოც ნახეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სახერხი დანადგარი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაშვეთის მიმდებარედ ტყის მასივში იყო დამონტაჟებული.

,,ის სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იდგა და მიერთებული იყო გენერატორზე. ტერიტორიაზე 1 ერთეული სალესი მოწყობილობა და 11 ერთეული 4 მეტრიანი დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.'' - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბორლო რამდენიმე დღეა, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ხაშურის ე.წ. გაღმა მხრის სოფლებში რეიდებს აწყობენ. qartli.ge წერდა, რომ მოსახლეობა უკანონო ხე-ტყის ჭრის ფაქტებით შეწუხებული იყო. ისინი გზებზე საგუშაგოების განთავსებას აპირებდნენ, სადაც საკუთარი ძალებით ბრაკონიერების გამოვლენას შეეცდებოდნენ. მოგვიანებით, სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ მოჭრილი ხეები იპოვეს ,,საქმიან ეზოში'', რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოა. ამის შემდეგ გაღმა მხრის სოფლებში რეიდები დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები