ახალი ამბები
გორის პატრულმა კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის გამო მამაკაცი დააკავა
გორის პოლიციამ, კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის გამო, მამაკაცი დააკავა. შემთხვევა წუხელ გორში, სადგურის დასახლებაში მოხდა.

ორი მამაკაცი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ისინი პატრულმა შეაჩერა. როგორც პატრულმა გაარკვია, ერთ-ერთი მათგანი კომენდანტის საათის დროს ქუჩაში მეორედ ნახეს.

,,ჩემი მეგობარი წაიყვანეს, ასე უთხრეს, განმეორებით დარღვევის გამო, პატიმრობა გემუქრებაო. ასეთი მკაცრი თუ იყო, არ ვიცოდით. მართლა ასეა?" - გვითხრა დაკავებული მამაკაცის მეგობარმა.

შს სამინისტროს ცნობით, განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები