ახალი ამბები
კარალეთში 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
გორი-კარალეთის გზაზე, სოფლის შესასვლელში, ოთხი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. 

შს სამინისტროს თანამშრომლების ცნობით, მსხვერპლი არ არის. არიან დაშავებულები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები