ახალი ამბები
გორში ხიდზე მანქანა ავარიისას გადაბრუნდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. მდინარე მტკვრის ხიდზე მანქანა ავარიის დროს გადაბრუნდა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რომელმაც მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანის მფლობელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით დაჯარიმდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები