ახალი ამბები
ერედვის ტერიტორიაზე 90-იან წლებში გაუჩინარებული ადამიანის ნეშტი იპოვეს
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის სამარხი გახსნეს, სადაც 1990-იან წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, გაუჩინარებული ადამიანებია დაკრძალული.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი' ავრცელებს. სამარხი ოკუპირებულ სოფელ ერედვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ერთი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. გარდაცვლილის ვინაობა ,,დნმ'-ის ანალიზის შემდეგ გაირკვევა.

როგორც ოსური მედია წერს, ნეშთი ეთნიკური ოსი მოქალაქის კუთვნილებაა, რადგან მათი ცნობით, ამ ტერიტორიაზე კონფლიქტის დროს, გაუჩინარებული ეთნიკური ოსები მალულად დაასაფლავებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები