ახალი ამბები
კირბალში მწყემსი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს
კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ადგილობრივი მკვიდრი გერონტი პაპიტაშვილი ჯერ დააკავეს და შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.

პაპიტაშვილისთვის უცნობია ინფორმაცია, დაკავების კონკრეტული მიზნის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ფოტოები გადაუღეს და საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ პაპიტაშვილი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს, ხოლო მისი გადაცემა ცხელი ხაზის ამოქმედების გარეშე მოხდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები