ახალი ამბები
გორში წვევამდელი ასაკის 15 მამაკაცი დააჯარიმეს
გორის სამხედრო აღრიცხვის სამსახურში გამოუცხადელობის გამო, 15 მამაკაცი დააჯარიმეს.

ამის შესახებ დოკუმენტაცია გორის სასამართლოს დღეს გადაუგზავნეს.

ოქმების მიხედვით, თითოეული მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი 197-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდა.

საქმეები განსახილველად ორ მოსამართლეს გადასცეს. პროცესებზე გაირკვევა, რამდენად საპატიო იყო წვევამდელების გამოუცხადებლობა.

ჯარიმა მაქსიმუმ 1000 ლარს ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები