ახალი ამბები
გორში მაღაზია 2000 ლარით დააჯარიმეს
გორში მაღაზია თამბაქოს ნაწარმის ღიად რეალიზაციის გამო, დააჯარიმეს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მასალები სასამართლოს გადაუგზავნა.

სუპერმარკეტს ოქმი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, შეუდგინეს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს: თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

სასამართლოში გვითხრეს, რომ საქმე განსახილველად მოსამართლე დავით პაპუაშვილს ან ნინო გერგაულს გადაეცემა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები