ახალი ამბები
ისწავლე და დასაქმდი ფინკა ბანკში [R]
ფინკა ბანკში 2021 წლის ივნისიდან საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე მიღება განახლდა.

პროგრამა არის მათთვის, ვისაც სურს კარიერა საბანკო სფეროში დაიწყოს, თუმცა ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება ჯერ არ გაქვს.

• ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამა არის საშუალება, დაეუფლოთ საკრედიტო ოფიცრის პროფესიას, სწავლის პარალელურად ჩაერთოთ გაყიდვების პროცესში და დასაქმდეთ.

• პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, რაც მთავარია, სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.

სწავლის ხანგრძლივობა 3 თვეა, გათვალისწინებულია სტიპენდია - 200 ლარი.

• ვინაიდან, პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის ძირითადი ნაწილია, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაყიდვებიდან საკომისიო გამოიმუშაონ.

• პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია შემდეგ ფილიალებში: ბაღდათი, ჭიათურა, კასპი, სამტრედია, ზესტაფონი, ბოლნისი, ახმეტა, მარნეული, წნორი, თელავი, თბილისი, ჩხოროწყუ, ხულო, ზუგდიდი.

• პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და სტაჟირების პერიოდის წარმატებულად დასრულების შემდეგ, ფილიალში შესაბამისი ვაკანტური პოზიციის შემთხვევაში, მსმენელების 70% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება.

აპლიკაციების მიღება 25 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაცია შეავსეთ აქ ან ეწვიეთ ფინკა ბანკის შესაბამის ფილიალებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები