ახალი ამბები
გორში ქართულ-აფხაზური დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება
კვირას, 2021 წლის 13 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება ქართულ-აფხაზური დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება.

ღონისძიებას გორის ხელოვნების სახლი უმასპინძლებს, რომელიც ლომჭაბუკის ძეგლთან მდებარეობს. ორგანიზატორების ცნობით, ფილმების ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია ამ ფილმებში წამოჭრილ საკითხებზე.

წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმები:

„ ახალგაზრდობა - ცვლილებების ჟამი“ - ავტორი: სოფიო ზედელაშვილი;

„ ახალგახრდობა“ - ავტორი: არტურ არაკელიანი (აფხაზეთი);

პარალელური ფილმების კონსულტანტი: ტერეზა ჩერფასი ( UK, London).

ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი მომზადებულია ,,სტუდია რე''-ს პროექტის - „კონფლიქტ-სენსიტიური რეპორტაჟები“ ფარგლებში 2021 წელს. პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ს ფონდის - ეროვნული ფონდი დემოკრატიისათვის ( NED) მიერ.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები