ახალი ამბები
გორში ინტერნეტის მიწოდება სრულად აღდგენილია
გორში სილკნეტის მომხმარებლებისთვის ინტერნეტის მიწოდება სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გვაცნობეს.

მათი თქმით, სამუშაოები გუშინ საღამოსვე დასრულდა; ხელოვნურად დაზიანების ფაქტი არ იკვეთება და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები იყო.

შეგახსენებთ, ქალაქის ცენტრში, ინტერნეტის კაბელი დაახლოებით ერთი თვის წინაც დაზიანდა. მაშინ დადგინდა, რომ კაბელი სამშენებლო კომპანიის მუშებმა დააზიანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები