ახალი ამბები
,,მადაგონი'' სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა [R]
რესტორნებისა და სუპერმარკეტების ქსელი "მადაგონი" სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მომხმარებლებს დღეს გააცნეს. როგორც ცნობილია, ამავე კომპანიამ შიდა ქართლის მასშტაბით, ადგილზე მიტანის სერვისიც დაიწყო.

ქსელის წარმომადგენლის ცნობით, მოქალაქეებს, პროდუქტზე ხელმისაწვდომობას, მაქსიმალურად უმარტივებენ.

,,მათ შეუძლიათ შეუკვეთონ მადაგონიდან, რაც სურთ, ხოლო მითითებულ მისამართზე, სასურველი დროის შუალედში, უსაფრთხოდ მიიღებენ'' - ამბობენ ,,მადაგონში''. აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისი გორის მასშტაბით უფასოა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები