ახალი ამბები
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აშშ-ს ელჩს შეხვდნენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ციცაგიანთკარში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აშშ-ს ელჩს შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს.

ისინი ამბობენ, რომ მათ პრემიერი ღარიბაშვილი დაპირდა, რომ ზაზა ოჯახს მაისის ბოლომდე დაუბრუნდებოდა. თუმცა დაპირება არ შესრულდა.

ცხინვალის საპატიმროში მყოფი გახელაძის ოჯახის წევრები 24 ივნისიდან საპროტესტო აქციების გამართვას იწყებენ.


24 ივნისს ზაზა გახელაძე 34 წლის ხდება.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა "მიესაჯა".
Print

სტატიის გამოყენების პირობები