ახალი ამბები
,,იქნებ ვინმემ მომხედოს'' - მარტოხელა ქალი ხიდისთავში დახმარებას ითხოვს
73-წლის მარიზა ნონიკაშვილი დახმარებას ითხოვს. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მარტო ცხოვრობს.

ამბობს, რომ ეძებს ადამიანს, რომელიც ოთახს თვეში ერთხელ მაინც დაულაგებს.

qartli.ge-მ მის შესახებ რეპორტაჟი ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა. მას შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.

ცოტა ხნის წინ, ენერგოკომპანიამ დენის მიწოდებაც შეუწყვიტა, გადაუხდელობის გამო. ,,ვეუბნებოდი, რომ პენსიამდე დაეცადათ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღე დამაცადეს. რამდენიმე ადამიანის დახმარებით შევძელი, რომ დენი ჩამერთო. მჭირდება მომვლელი, რომელიც თვეში ერთხელ მაინც დაალაგებს ოთახს. გორში ვიკითხე, მაგრამ მხოლოდ ქალაქში ვესამხურებითო, სოფლებში - არაო. თუ ვინმე იქნება მსურველი, ანაზღაურებას ჩემი პენსიიდან გადავუხდი'' - გვითხრა მარტოხელა ქალმა.

,,თავის დროზე მერვე საავადმყოფოში ვმუშაობდი, ნერვოპათოლოგად. შემდეგ კუბაში ვიმუშავე 2 წელი. საკუთარი მანქანა მყავდა. დედაჩემი ფილოგოგი იყო, დეიდაჩემი ექიმი იყო, მთელი ტანის ხეობის სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. მე ზვიად გამსახურდიას მმართველოს პერიოდში მისი პირადი ექიმი ვიყავი. ტრავმა მივიღე იმ დროს. სახსრების შემოტევა დამეწყო, დღეს უკვე სიარული მიჭირს. მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. ყველა დამეღუპა ვინც მყავდა, არ დავოჯახებულვარ, დავრჩი მარტო'' - გვითხრა მარიზა ნონიკაშვილი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაკავშირება შემდეგ ნომერზე: 511 18 02 89
Print

სტატიის გამოყენების პირობები