ახალი ამბები
განიხილება ცხინვალში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების ვიზიტის საკითხი - ირაკლი ანთაძე
ერგნეთში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მეასე შეხვედრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ განიხილება ზაზა გახელაძის მონახულების საკითხი, კერძოდ, ცხინვალში ოჯახის წევრების ვიზიტი.

,,ეს იდეა განიხილება, მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტული დეტალების შესახებ საუბარია რთულია'' - აცხადებს ანთაძე.

როგორც ცნობილი ხდება, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აპირებენ ცხინვალში გადასვლას და მზად არიან უკანონო პატიმრობისთვის. ირაკლი ანთაძე განმარტავს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ოჯახი ცხინვალში აუცილებლად შევა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები