ახალი ამბები
გორში ,,სემსოტას'' სახლში მოსასმენი აპარატურა იპოვეს
გორში, შალვა გულიაშვილის, იგივე ,,სემსოტას'' სახლში მოსასმენი აპარატურა იპოვეს. ამის შესახებ ბრალდებულის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსასმენი აპარატურა პოლიციელებმა დაამონტაჟეს. ორი დღის წინ, იგი დაკითხვაზე იმყოფებოდა და როგორც მამა ვარაუდობს, სამართალდამცველებმა სწორედ, ამ პერიოდში შეაღწიეს მის სახლში.

შალვა გულიაშვილი ორ კვირაზე მეტია იძებნება მამაკაცის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

,,უნდა დაისაჯნონ ის პოლიციელები, ვინც ეს გააკეთა, თუ არადა, დავასახელებ ამ პოლიციელების ვინაობას. ვიცი, ვინც იყვნენ შემოსულები ჩემ სახლში. დაკითხვაზე როცა ვიყავი, გასაღები დამატოვებინეს მისაღებში, ეს მომენტი გამოიყენეს. სახლში როცა მოვედი, მივხვდი, რომ ჩემ სახლში უცხო ადამიანები იყვნენ შემოსულები, სუნი იდგა ოთახში, შევამოწმე და ეს მოსასმენი აპარატურა ვნახე'' - ამბობს შალვა გულიაშვილის მამა.



იხ. ამავე თემაზე:

,,სემსოტას"" იგივე შალვა გულიაშვილის ისტორია

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები