ახალი ამბები
გორის გამგეობას პროექტების მითვისებაში ადანაშაულებენ
კომპანია „ჰიდროს“ წარმომადგენლობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროექტების მითვისებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელს გამაბრთხილებელი წერილი 8 იანვარს მიუვიდა.

„ გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მითვისებული პროექტები ცალსახად გაქვთ დაფიქსირებული შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე. შეგიძლიათ შეადაროთ შპს „ჰიდროს“ მიერ ოფიციალურად მოწოდებული პროექტები, ხელზე გადმოცემული პროექტები და ტენდერზე გატანილი პროექტები.“ სწერს „ჰიდროს“ დირექტორი ცოტნე გიორგაძე გამგებელს დავით ონიაშვილს.

გამგეობა შესყიდვების ვებ გვერდიდან იმ პროექტების აღებას არ აპირებს, რომელიც შპს „ჰიდრომ“ 2015 წელს გამგეობის დაკვეთით შეასრულა.

საქმე იმაშია, რომ 2015 წელს გამგეობამ პროექტების, სათანადოდ, შეუსრულებლობის გამო, შპს "ჰიდროს" ჯარიმა დააკისრა. შპს ,,ჰიდროს" მიერ შედგენილი პროექტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ხარვეზები დაუდგინა.

ატენის, ხიდისთავის, ოლოზის სასმელი წყლის პროექტებში ხარვეზები, გასული წლის ბოლოს, პროექტებში, გამოსწორდა. ხოლო მათი განხორციელება დავით ონიაშვილის უწყებამ 2016 წელს გადაწყვიტა.

„პასუხსაც არ მივწერთ“ განაცხადა გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა რეზო გოგიაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები